Thursday, 12 March 2015

დღე მეცხრე

გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავიმეორეთ საკითხები. გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს. ჩავასწორეთ ხარვეზები.ყველამ შეაჯამა თავისი პროექტი.
1. მანანა თიგიშვილი-პროექტის თემა-ზედსართავი სახელი
მანანამ თავის პროექტში  შეადარება მოახდინა  ქართულ  ენასთან, რომელსაც არ აქვს სქესი, რუსულში კი აქვს. მოსწავლეები უყურებენ რუსულ ფილმებს, შემდეგ განიხილავენ ფილმში მოცემულ ზედსართავებს. მოახდენენ კლასიფიკაციას.
2. თამთა ჯამარაული-ქიმიკოსის თვალით დანახული კვების პროდუქტები.
თამთამ შთამბეჭდავი პრეზენტაცია მოახდინა. გაგვაცნო საკვების ქიმიური შემადგენლობა. ბევრი სასარგებლო რჩევები გავიგე საკვებზე. ბოსტნეული ბევრ ნიტრატებს შეიცავს, როგორ უნდა მოვიქცეთ ნიტრატების დონის შესამცირებლად.ამ პროექტის შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ როგორ და რა პროდუქტებით იკვებონ.
3. თამარ სტურუა- სივრცითი ფიგურები რეალობაში
მოსწავლეები აგებენ ოცნების სახლს სადაც იყენებენ გეომეტრიულ ფიგურებს.მოახდინეს ბრტყელი და სივრცითი ფიგურების შერწყმა.ოთახების რემონტისათვის  დაჭირდათ გვერდითი და ზედაპირის ფართობის გამოთვლა. მოსწავლეები მიხვდნენ რა სიხშირით ჭირდებათ საყოფაცხოვრებო ცხოვრებაში მათემატიკა. დაამზადეს ბუკლეტები.
4. ნინო ზურაბაშვილი-ხალხური და პროფესიული მუსიკა.
ნინომ მოგვიყვა მუსიკის ისტორია.გავიგე ზაქარია ფალიაშვილმა როგორ შეუწყო ხელი ხალხური მუსიკის განვითარებას და ჩვენამდე მოტანას. თანამედროვე მუსიკის ფესვები ხალხურ მუსიკაშია.
5. ეკა ბერუაშვილი- ნიშანთვისებების მემკვიდრეობა თაობებში
ეკას პროექტი საინტერესო იყო.გავიგე გენეტიკური კოდის შესახებ, როგორ ხდება განაყოფიერების დროს გენების შერწყმა. გავიგე დომინანტური და რეცესიული გენეტიკური კოდის შესახებ. მოსწავლეები ბევრ საინტერესოს გაიგებენ გენეტიკის შესახებ.
6.ელზა უსენაშვილი- საგანმანათლებლო სისტემა ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის.
მოხდა შედარება ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის .მოსწავლეები აწარმოებენ კვლევას საჭიროა თუ არა ფორმები სკოლაში.
7.მარიკა ჩუთლაშვილი-საქართველოს დაკარგული ტერიტორიები
ძალიან საინტერესო და მტკივნეული თემა იყო. მოსწავლეები ეცნობიან მიზეზებს რის გამოც მოხდა ტერიტორიების დაკარგვა და ადრებენ სხვადასხვა ეპოქის რუკებს.
8. ირინა კახაბრიშვილი- უძველესი ცივილიზაციები
მაიას ტომების ცივილიზასია საინტერესოდ წარმოაჩინა.მოახდინა შედარება თანამედროვე კალენდრისა და მაიას ტომების კალენდრის..
დიდი მადლობა საინტერესო და საჭირო ტრენინგისათვის.




























დღე  მერვე
გავიხსენეთ ფეიჯების დამატება.შევქმენით გაკვეთილების საქაღალდე  და დავდეთ ბლოგზე. 
გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიოები და დავასრულეთ შეფასების რუბრიკები.
რესურსებში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს .

ვისწავლე გუგლ ფორმების შექმნა და შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში მოსწავლისათვის, რაც ძალიან მომეწონა.

Wednesday, 4 March 2015

7 დღე

დღე დავიწყეთ დავალებების წაკითხვით.
განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, ამისათვის გავეცანით გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტს.

ძალიან მომეწონა მოდული 6- ში კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.

მოსწავლეთა სხვადასხავა სწავლის  სტილის დასადგენად შექმენით თვითშეფასების  ფორმა.
გავეცანით რესურსებში მოსწავლეთა მხარდაჭერას და შვქმენით  პრეზენტაციის შაბლონი.

ბოლოს ბლოგზე დავდეთ ,,გაჯეტების ფეიჯი"

ჩვენი პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ დრაივზე და დავდეთ ბლოგზე

ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი დღე იყო. მადლობთ.