Thursday, 12 March 2015

დღე მეცხრე

გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავიმეორეთ საკითხები. გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს. ჩავასწორეთ ხარვეზები.ყველამ შეაჯამა თავისი პროექტი.
1. მანანა თიგიშვილი-პროექტის თემა-ზედსართავი სახელი
მანანამ თავის პროექტში  შეადარება მოახდინა  ქართულ  ენასთან, რომელსაც არ აქვს სქესი, რუსულში კი აქვს. მოსწავლეები უყურებენ რუსულ ფილმებს, შემდეგ განიხილავენ ფილმში მოცემულ ზედსართავებს. მოახდენენ კლასიფიკაციას.
2. თამთა ჯამარაული-ქიმიკოსის თვალით დანახული კვების პროდუქტები.
თამთამ შთამბეჭდავი პრეზენტაცია მოახდინა. გაგვაცნო საკვების ქიმიური შემადგენლობა. ბევრი სასარგებლო რჩევები გავიგე საკვებზე. ბოსტნეული ბევრ ნიტრატებს შეიცავს, როგორ უნდა მოვიქცეთ ნიტრატების დონის შესამცირებლად.ამ პროექტის შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ როგორ და რა პროდუქტებით იკვებონ.
3. თამარ სტურუა- სივრცითი ფიგურები რეალობაში
მოსწავლეები აგებენ ოცნების სახლს სადაც იყენებენ გეომეტრიულ ფიგურებს.მოახდინეს ბრტყელი და სივრცითი ფიგურების შერწყმა.ოთახების რემონტისათვის  დაჭირდათ გვერდითი და ზედაპირის ფართობის გამოთვლა. მოსწავლეები მიხვდნენ რა სიხშირით ჭირდებათ საყოფაცხოვრებო ცხოვრებაში მათემატიკა. დაამზადეს ბუკლეტები.
4. ნინო ზურაბაშვილი-ხალხური და პროფესიული მუსიკა.
ნინომ მოგვიყვა მუსიკის ისტორია.გავიგე ზაქარია ფალიაშვილმა როგორ შეუწყო ხელი ხალხური მუსიკის განვითარებას და ჩვენამდე მოტანას. თანამედროვე მუსიკის ფესვები ხალხურ მუსიკაშია.
5. ეკა ბერუაშვილი- ნიშანთვისებების მემკვიდრეობა თაობებში
ეკას პროექტი საინტერესო იყო.გავიგე გენეტიკური კოდის შესახებ, როგორ ხდება განაყოფიერების დროს გენების შერწყმა. გავიგე დომინანტური და რეცესიული გენეტიკური კოდის შესახებ. მოსწავლეები ბევრ საინტერესოს გაიგებენ გენეტიკის შესახებ.
6.ელზა უსენაშვილი- საგანმანათლებლო სისტემა ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის.
მოხდა შედარება ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის .მოსწავლეები აწარმოებენ კვლევას საჭიროა თუ არა ფორმები სკოლაში.
7.მარიკა ჩუთლაშვილი-საქართველოს დაკარგული ტერიტორიები
ძალიან საინტერესო და მტკივნეული თემა იყო. მოსწავლეები ეცნობიან მიზეზებს რის გამოც მოხდა ტერიტორიების დაკარგვა და ადრებენ სხვადასხვა ეპოქის რუკებს.
8. ირინა კახაბრიშვილი- უძველესი ცივილიზაციები
მაიას ტომების ცივილიზასია საინტერესოდ წარმოაჩინა.მოახდინა შედარება თანამედროვე კალენდრისა და მაიას ტომების კალენდრის..
დიდი მადლობა საინტერესო და საჭირო ტრენინგისათვის.




























დღე  მერვე
გავიხსენეთ ფეიჯების დამატება.შევქმენით გაკვეთილების საქაღალდე  და დავდეთ ბლოგზე. 
გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიოები და დავასრულეთ შეფასების რუბრიკები.
რესურსებში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს .

ვისწავლე გუგლ ფორმების შექმნა და შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში მოსწავლისათვის, რაც ძალიან მომეწონა.

Wednesday, 4 March 2015

7 დღე

დღე დავიწყეთ დავალებების წაკითხვით.
განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, ამისათვის გავეცანით გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტს.

ძალიან მომეწონა მოდული 6- ში კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.

მოსწავლეთა სხვადასხავა სწავლის  სტილის დასადგენად შექმენით თვითშეფასების  ფორმა.
გავეცანით რესურსებში მოსწავლეთა მხარდაჭერას და შვქმენით  პრეზენტაციის შაბლონი.

ბოლოს ბლოგზე დავდეთ ,,გაჯეტების ფეიჯი"

ჩვენი პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ დრაივზე და დავდეთ ბლოგზე

ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი დღე იყო. მადლობთ.

Friday, 27 February 2015

დღე 6.

გავიგე მოსწავლეთა ნიმუშები როგორ ჩავაშენო. ეს საინტერესო და შრომატევადი პროცესი ყოფილა.
ერთმანეის ბლოგებზე კომენტარები როგორ დავწერო.
 როგორ ჩამოვწეროთ კრიტერიუმები ისე რომ სტანდარტი იყოს.

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, 25 February 2015

დღე 5.

 გავეცანით საავტორო უფლებებს. ერთმანეტის ბლოგებზე კომენტარები გავაკეთეთ.
ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურა როგორ მივუთითოთ.
ვისწავლეთ პრეზენტაციის გაკეთება.შევქმენით მოსწავლის ნიმუში.

Friday, 13 February 2015


დღე 4
გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობაში შეფასების 5 მიზანს.
თითოეული  მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად შევქმენით ,, ვიცი -მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგე" დიაგრამა . 

პროექტის დაწყებამდე, მუშაობის მსვლელობისას, დასრულების შემდეგ რა საფეხურები უნდა გავიაროთ.შეფასების ფორმები შევქმენით
დრაივზე გადავიტანეთ დღევანდელი ნამუშევრები.

შრომატევადი, საინტერესო დღე იყო. მადლობთ...


3 დღე
დღეს განვიხილეთ :სასწავლო პროექტის დაგეგმვის ნაბიჯები.სტანდარტების და მიზნების რუბრიკა, განახლებული ბლუმის ტაქსონომია.  პროექტის კეთების პროცესში მიმართულების მიმცემი კითხვები ...რა ფორმით უნდა დავსვათ კითხვები ( ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი)

ეს დღეც საინტერესო იყო.


2 დღე

მოვისმინეთ ერთმანეთის იდეები პროექტების შესახებ და გავუზიარეთ შენიშვნები.
წარმოვადგინე საპროექტო თემის შინაარსი.
 დავსახე გეგმა : პროექტის მსვლელობისას რა ძირითად აქტივობას გამოვიყენებ.
ვისწავლეთ სტანდარტი მათემატიკაში როგორ მოვძებნო.  შესაბამისი შეფასების რუბრიკა როგორ შევქმნა, სტატია როგორ დავგეგმო. ბუკლეტი როგორ შევქმნა და უამრავი ახალი  ტექნიკური ნიუანსებს  გავეცანი.

დიდი მადლობა



დღეს იყო ტრენინგის პირველი  დღე. გავეცანით ერთმანეთს.
შევქმენით ბლოგი, საიტერესოა  პროექტის შექმნისთვის  რამდენი რამ უნდა გავაკეთოთ განსაზრვრული თანმიმდევრობით.
მოდული 1-ში გავეცანით დოკუმენტებს, რომლებიც იძლევა საშუალებას თემატურად დავამუშაო პროექტისათვის განკუთვნილი თემა. შევქმნა ამ თემისათვის ბუკლეტები, ჩამოვაყალიბო პროექტის მიზანი.... მიზნამდე მისაცემად როგორ დავსვა მიმართულების მიმცემი კითხვები ....
პირველი დავალებაც გვაქვს: მოვიფიქროთ საპროექტო იდეა და ჩამოვაყალიბოთ პროექტის შინაარსი


დღემ საინტერესოდ ჩაიარა.